LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა შალიკაშვილი: „ბინის თავდაპირველმა მეპატრონემ, ფაქტობრივად, ქუჩაში გამაგდო… ამბობდა, ყველა ფულს აკეთებს, მე რატომ არ უნდა გავაკეთოო?!“

208
მაკა შალიკაშვილი

მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „გზის“ ახალ ნომერში თავისი გასაჭირის შესახებ ჰყვება.

ის 13 წელი ერთი და იმავე ქალბატონისგან ქირაობდა ბინას, მან კი გაყიდვა გადაწყვიტა და ბინა ისე გაყიდა, რომ მაკასთვის არ უკითხავს, იპოვა თუ არა ახალი ბინა და როდის გადავიდოდა:

„იმის ღირსადაც არ ჩამაგდო, ეკითხა, როდის მიდიხარო? იმ ქალბატონს, ვინც ბინა შეიძინა, ვულოცავ, რა თქმა უნდა, დღეს ბინის შეძენა დიდი ბედნიერებაა. თავად მასთან, სახლის ახალ მეპატრონესთან მოხდა დალაპარაკება, რომ ჩემთვის ბინის დასაცლელად დრო მოეცა. მოკლედ, ბინის თავდაპირველმა მეპატრონემ, ფაქტობრივად, ქუჩაში გამაგდო.

13 წლის განმავლობაში, მასთან მეგობრული ურთიერთობა არ ჩამოგიყალიბდათ?

კი, იდეაში, ჩამოყალიბებული იყო. ძირითადად, ყოველ ზაფხულს ქირას მიმატებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინას გავარემონტებ და უცხოელებზე გავაქირავებ, რა პრობლემააო? იმის გამო, რომ აქეთ-იქით სიარული არ შემეძლო, გაურემონტებელ, საშინელ სახლში ვცხოვრობდი, 32 კვ.მ.-ში. ამბობდა, ყველა ფულს აკეთებს, მე რატომ არ უნდა გავაკეთოო?!

ახლა სხვა ბინის პოვნა იოლად მოახერხეთ?

სრულიად შემთხვევით, გოგონა ვიპოვე, ვინც ბინას აქირავებდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g