LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მაკდონალდსი საქართველოს” გაყიდვები 30%-მდე გაიზარდა

700

“მაკდონალდსი საქართველოს” დირექტორი ახალი კვების ობიექტების ამოქმედების შემდეგ გაყიდვების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს. როგორც რადიო ”ფორტუნას” თენგიზ კაპანაძემ განუცხადა, სამი ახალი კვების ობიექტის გახსნის შემდეგ საერთო ჯამში გაყიდვები ამ თვის პერიოდში 30%-მდე გაიზარდა. მისივე თქმით ძალიან მომგებიანი ლოკაცია აღმოჩნდა ამერიკის საელჩოსთან მდებარე ”მაკ დრაივი”, რომელიც დიღმის და გლდანის მანქანების მოძრაობაზეა ორინტირებული. ახალი ობიექტის გახსნაში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ობიექტი უახლესი ევროპული ტექნოლოგიის მატარებელი შენობაა, რომლის სამზარეულო შვეიცარიული კომპანია ”ფრანკეს” მიერაა მოწყობილი. დიზაინი საფრანგეთში გაკეთდა. ”მაკდონალდსის” ახალი ქსელი ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სექტემბრის დასაწყისში გაიხსნა.

დღესდღეობით საქართველოში მაკდონალდსის ცხრა რესტორანი ფუნქციონირებს, აქედან ექვსი თბილისში, ერთი ბათუმში, ერთი ქუთაისსა და ერთიც ზუგდიდში.

თენგიზ კაპანაძის განცხადებით მომავალ წელს თბილისის მასშტაბით კიდევ ოთხი ახალი რესტორნის გახსნას გეგმავენ. იგეგმება ასევე საერთაშორისო დონის საწყობის აშენება. ის ორიენტირებული იქნება ლოჯისტიკასა და მომარაგებაზე. “მაკდონალდსი საქართველოს” დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ რაც რესტორნების რაოდენობა საქართველოში 22-ს მიაღწევს, შესაძლებელია პროდუქტების ნაწილის, ხორცის წარმოება, კატოფილის და ა.შ. უკვე ადგილობრივ ბაზარზე მოხდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g