საქართველოში ჩამოსულ, უკრაინიდან დევნილ ბავშვებს პასპორტის წარმოდგენის შემდეგ, მაკდონალდსში უფასოდ გაუმასპინძლდებიან – ეს განცხადება “მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ 22 მარტს, სპორტის სასახლეში თბილისის მერთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი უკრაინელი ირინა რეზნიკი უკრაინელებს ახალ იდეას სთავაზობს.
„საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს
დღეს მაკდონალდსში უფასოდ გაგვიმასპინძლდნენ.
მაქვს წინადადება, რომ მაკდონალდსის პროდუქტი ავიღოთ და მადლობის ნიშნად ქართველ ბავშვებს დავურიგოთ. ყველა ადგილობრივს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვი მაკდონალდსში წაიყვანოს.
შემოგვიერთდით. ეს ღიმილი ამად ღირს”, – წერს ირინა რეზნიკი სოციალურ ქსელში.