LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაკდონალდსის“ თანამშრომლები დედამიწის დღის აღსანიშნავად რუსთაველის სკვერს დააასუფთავებენ

1061

„მაკდონალდსი“ კორპორაციული მოხალისეობის პროგრამას აგრძელებს. კომპანიის 20 თანამშრომელი, 22 აპრილს, 11:00 საათზე, რესტორნის რუსთაველის ობიექტთან მდებარე სკვერს დაალაგებს და შოთა რუსთაველის ძეგლს გარეცხავს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „მაკდონალდსის“ მოხალისეებს მხარდაჭერას თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური უცხადებს. ღონისძიების მიზანია, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ბუნებრივ გარემოზე ზრუნვა არა მხოლოდ სოციალურად აქტიური კომპანიის, არამედ თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.

მათივე ინფორმაციით, მდგრადი განვითარება როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალურ დონეზე, „მაკდონალდსის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ყოველწლიურ ტრადიციად აქცევენ. დასუფთავების გარდა, „მაკდონალდსი“ გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ სხვა მოხალისეობრივ ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობს:გასულ წელს, კომპანიის თანამშრომლები არმაზის რეგიონის გამწვანების ღონისძიებასი ჩაერთნენ და სხვა მოხალისეებთან ერთად ხეები დარგეს.

ცოტა ხნის წინ, „მაკდონალდსმა“ მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ბრენდის კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა — ნარჩენების სეპარაცია დაიწყო: რესტორნის ახალგახსნილ ობიექტებში (მაგალითად, „ისთ ფოინთის“ ფილიალში), ნაგვის სეპარაციის მიზნით, სხვადასხვა სახის ურნები განთავსდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g