LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

105

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა.  120-მანდატიან პარლამენტში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის სასარგებლოდ ხმა 80-მა დეპუტატმა მისცა.

ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით მაკედონიამ და საბერძნეთმა შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ მიაღწიეს. დოკუმენტის თანახმად, მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა დაერქვას, სანაცვლოდ კი ოფიციალური ათენი მეზობელი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს აღარ შეუშლის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით , 30 სექტემბრის რეფერენდუმზე, მასში მონაწილე ამომრჩეველთა 90 %-ზე მეტმა მხარი დაუჭირა სახელწოდება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას“, რაც წერტილს უსვამს მრავალი წლის უთანხმოებას მეზობელ საბერძნეთთან და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას გზას უხსნის ნატოს და ევროკავშირის წევრობისაკენ. მაგრამ რეფერენდუმი მაკედონიაში ჩაითვალა შეუმდგარად, რადგან მას მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 34%-მა, ნაცვლად 50%-ისა. მაშინ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა პირობა დადო, რომ საკითხის გადაჭრას შეეცდებოდა პარლამენტის შიგნით, საკონსტიტუციო ცვლილების გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g