LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო გომური: „ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია, ნახევარ საათში 20 ივნისის საერთო საქმის განხილვა დაიწყება დიდ პალატაში“

142
მაკო გომური

„fyi ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია. იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები“, – ამის შესახებ 2019 წლის 20 ივნისს, რუს­თა­ველ­ის გამზირზე აქ­ცი­ის დაშ­ლი­ს დროს დაზარალებული მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს.

20 ივნისის აქციაზე დაზარალებული მაკო გომური საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს 

როგორც მაკო გომური წერს, „20 ივნისის საერთო საქმის განხილვა დიდ პალატაში ნახევარ საათში დაიწყება“.

„უბრალოდ. ჩვენს მოსასმენად და ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება.

წარმატებები ჩვენ და გამარჯვება“, – წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.

„ექიმმა პირდაპირ გვითხრა, ეს დაშავება რომ არა, მძიმე დაზიანების საფრთხე იყო… 4 წლის შემდეგ დაიწყეს ემოციებმა ჩემში გაღვიძება, შფოთვებიც და სტრესიც ამის გამოწვეულია“ – მაკო გომური

fyi ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია :დდ იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები. ნახევარ საათში 20…

Posted by მაკო გომური on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025

„სარჩელი 2 წლის წინ შევიტანე და დღეს ჩაინიშნა პირველი სასამართლო“ – შსს-ს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მაკო გომური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, მაკო გომურს რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც თვალი დაკარგა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მაკო გომურს მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g