საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საბერძნეთთან და თურქეთთან თანამშრომლობით, იგი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში „ჰუმანიტარული ოპერაციის“ ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვაპირებთ ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებას საბერძნეთთან და თურქეთთან ერთად, რათა ყველა იმ პირის ევაკუაცია მოხდეს, რომელთაც მარიუპოლის დატოვება სურთ.
ჩვენ ყველაფერს საუკეთესო პირობებით ვაწყობთ. ამ ქალაქში, სადაც 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კიდევ 150 000 მცხოვრები კატასტროფულ პირობებშია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დეტალების გასარკვევად უახლოეს დღეებში ამ საკითხს პუტინთან განიხილავს.
„იყო კონკრეტული დისკუსია მარიუპოლის მერთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ გამჭვირვალედ პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად.
შემდეგ კი რუსულ მხარესთან მოვილაპარაკებთ. ამისთვის ვემზადებით უახლოეს დღეებში. დეტალების გასარკვევად 48 საათში მექნება ახალი დისკუსია ვლადიმერ პუტინთან.“ – აღნიშნა მაკრონმა.
ბაიდენი პუტინზე: ის არის ომის დამნაშავე და ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივი განმარტება მიეცემა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
