LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი: უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებაზე წასვლა მოუწევს

137
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი კვლავ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმისათვის, რომ ომის დასრულებას შეეცადოს – უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.

“მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი” – ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ რუმინეთში ვიზიტის დროს, ფრანგ ჯარისკაცებთან საუბრის დროს განაცხადა.

“უკრაინის პრეზიდენტს და ქვეყნის ოფიციალურ პირებს რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევთ”, – აღნიშნა მან და ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა:

” ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკების წარმოება, უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს კონტინენტს ეხება და ეს რეალობაა”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინის “შეცდომის” მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული.

მაკრონის ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა უკრაინაში.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი მზად იქნება ომის დასასრულებლად. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის და რომ ეს მოლაპარაკებები პირდაპირი უნდა იყოს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

mazda magti 5g