საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, პუტინის „შეცდომის“ მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული. მისივე განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია, რათა დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლა შეჩერდება.
მაკრონის განმარტებით, პუტინმა, დაუშვა „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა“ უკრაინაში შეჭრით და ახლა „იზოლირებულია“.
„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რადგან როცა ბრძოლები შეწყდება, შევძლოთ, ავაშენოთ ხიდი დიპლომატიური გზებით. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის როლია, შეასრულოს მედიატორის როლი. მე პუტინს ვუთხარი, რომ უშვებს ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას თავისი ხალხის, თავისი თავისა და ისტორიის წინაშე“, – განაცხადა მაკრონმა.