LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მალალეტკების ომი დაიწყო და არ გაჩერდება” – ზაზა სარალიძე დიდი დიღმის ინციდენტს ეხმაურება

564
aqDWSARALIDZE

ზაზა სარალიძე დიდ დიღომში არასრუწლოვნებს შორის მომხდარ გარჩევას ეხმაურება, რომლის დროსაც, 18 წლის ბიჭი დაჭრეს.

სარალიძე ამბობს, “მალალეტკების ომი” დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა, ხოლო ხელისუფლება ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს და არ სჯის დამნაშავეებს.

“ადგეს ეხლა გახარია და თადუმაძე,გამოათრიოს საჯაროდ იმედა (ინა) გუგუშვილი და მისცეს პასუხისგებაში კიდევ სანამ დროა.
ჩემი და გუგუშვილის საუბარს ვციტირებ.

– ქალბატონო ინა ამ საქმის გაუხსნელობას მალალეტკების ომი შეიძლება მოყვეს!!
გუგუშვილის პასუხი რითაც გაოგნებული ვარ დღესაც:
-მოყვეს მერე., ეგ ჩემი პრობლემა არაა!!

დღეს ეს ქალად წოდებული და ასევე ქართველ დედად წოდებული ისევ პროკურორია და ისევ ამწარებს შვილმოკლულ დაზარალებულ მშობლებს.
ბატონო გიორგი და ბატონო შალვა მალალეტკების ომი გიწინასწარმეტყველეთ და დაწყებულია დიდი ხანია.
დიდი დიღმელი იყო დათო.
მოკლეს დიდ დიღმელი დათო????
მოკლავენ ყველა სხვა უბნელს დიდ დიღომში!!!!
მოკლავენ ვერელს სხვა უბნელები???
მოკლავენ ვერაზე სხვა უბნელს!!!

დაიწყო მალალეტკების ომი და არ გაჩერდება მანამ სანამ ყველა თქვენ დაქვემდებარებაში მყოფი სუბელიანები, გაბიტაშვილები,ფხაკაძეები,გუგუშვილები,შაყულაშვილები,კაპანაძეები,ფიფიები,სირაძეები,სიგუები და ასე შემდეგ ჩემზე უკეთ იცით ვინც არიან,იქნებიან თანამდებობებზე მანამ იქნება ეს ომი.
ბევრი არასრულწლოვანი და სრულწლოვანი დატოვებს ამიერ ქვეყანას სხვისი ხელით.!!!!

არავინ იფიქროს ბოღმა ან სხვა რამე მალაპარაკებდეს და ზედმეტი კომენტარებისგან თავი შეიკავონ ვიღაცეებმა.გული ასმაგათ მტკივა,რომ მალალეტკების ომი გაგრძელდება უსასრულოდ სანამ თვალებს არ გაახელთ რომელიც ძალით გაქვთ დახუჭულები.

პ.ს. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.უფრო რთული დღეები დაიწყება და ერთმანეთის სისხლით გვექნება ხელები გასვრილი ყველას ერთად.არავინ იფიქროს რომ ეს ტრაგედია მარტო ჩემია,”- წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.