LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მალე ჩამოვალ, მივალ საპატრიარქოშიც, მერე თავად გადავწყვეტ, რა და როგორ უნდა ვისაუბრო!..“ – პეტრე კოლხი მორიგ მიმართვას ავრცელებს

147
BeFunky-collage (11)

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით მორიგ ფეისბუკპოსტს ავრცელებს და წერს, რომ მალე საქართველოში ბრუნდება.

დეკანოზი პეტრე კოლხი: „მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც“

„ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს.. სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს“ – რას წერს პეტრე კოლხი

მისი თქმით, როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდება, საპატრიარქოში მისვლას გეგმავს.

„მრავალ მირქმას, უფალმა გულში მიგირქვათ, ვისაც ნამდვილად სწამს და სჯელა უფლის სამართლიანობის….

კიდევ ერთხელ უსაზღვრო მადლობა ამდენი წერილისთვის და მხარდაჭერისთვის…

ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები, მშვიდობა და სიხარული ყველას!..

და კიდევ, ძალიან გთხოვთ, ნუ დამირეკავთ ჟურნალისტები, რისი თქმაც შემეძლო, გითხარით.

მალე ჩამოვალ, მივალ საპატრიარქოშიც, მერე თავად გადავწყვეტ, რა და როგორ უნდა ვისაუბრო…

კარგად იცით, არც საუბარი მეშლება, წერა-კითხვაც ჩემი მოგონილია!..

ნურც აეროპორტში დამხვდებით, დამხვდებიან ჩემი შვილები და ესეც საკმარისია!..

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !..“

შეგახსენებთ, საპატრიარქოს სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის ყოველგვარი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს. ეს გადაწყვეტილება კომისიამ გუშინ, 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო.

სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები