LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ევროკავშირში ფრენისას მგზავრები ტელეფონების სრულყოფილად გამოყენებას შეძლებენ

141
airplane mode

ევროკავშირის ქვეყნებში თვითმფრინავით მგზავრობისას “ფრენის რეჟიმზე” გადართვა აღარ დაგჭირდებათ. ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილების თანახმად, მგზავრები ტელეფონების სრულყოფილად გამოყენებას შეძლებენ.

ევროკომისიამ დაადგინა, რომ ავიაკომპანიებს 5G ტექნოლოგიების გამოყენებით, მობილური კავშირის უზრუნველყოფა შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ მგზავრებს ტელეფონის “ფრენის რეჟიმზე” გადაყვანა აღარ მოუწევთ. მათ შეუძლიათ ფრენის დროს ტელეფონით სრულყოფილად ისარგებლონ, მათ შორის დარეკონ, გამოიყენონ ვიდეო და აუდიო სტრიმინგ-სერვისები და სხვა.

ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს ბორტზე ტექნოლოგიის უზრუნველყოფის ბოლო ვადად 2023 წლის 30 ივნისი დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g