მალიში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 16 ჯარისკაცი მოკლეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. ინციდენტი მალის ცენტრალურ მოპტის რეგიონში მოხდა. თავდასხმის დროს ხუთი ავტომობილი განადგურდა.
სამხედრო ბაზაზე თავდასხმა დაგმო ქვეყნის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ. მისი თქმით, მოსახლეობა ერთიანია მსგავსი სამარცხვინო ფაქტების წინააღდეგ.
ბოლო წლების გამავლობაში, მალიში ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ქაიდასთან დაკავშირებული ჯიჰადისტები იბრძვიან. ჯიჰადისტური ჯგუფების აქტივობის გამო მალიში ვითარება 2012 წლის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ისლამისტებმა და მათმა მოკავშირე ამბოხებულმა ტუარეგებმა ქვეყნის ჩრდილოეთი დაიკავეს და დედაქალაქ ბამაკოს დაემუქრნენ. ვითარების ნეიტრალიზება საფრანგეთის ინტერვენციის შემდეგ მოხდა.