LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო და რა გახდა ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი – თავდაცვის სამინისტროს განცხადება

74
სენაკი

სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა, ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვალყურეო კამერამ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებამ „ფორტუნას“ განუცხადა, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.

„ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები