LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილი:  ჩემი მეუღლე შეხვდა გომელაურს, იცით რა იყო გომელაურის პასუხი, რა გავაკეთოთ რომ ეს ტკივილი შეგიმსუბუქოთ, დაგვავალეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სახელმწიფოს დანაშაულის აღიარება

824
მალხაზმაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან მისი მეუღლის შეხვედრის შესახებ საუბრობს.

როგორც მაჩალიკაშვილი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, გომელაურმა მედიკო მარგოშვილს უთხრა, რომ სახელმწიფოს დანაშაულს ვერ აღიარებდნენ.

“ყოველი დღის გათენებისას, ჩემი და მედიკოს საუბარი იმით იწყება, რომელი ვართ დამნაშავე, რა, რატომ მოხდა. ეს ხუთი წელია, ეს ჩემთვის საგიჟეთია, ჯოჯოხეთია, მაგრამ ამ ყველაფერს ვუძლებ.

ეს არ ყოფილა არც საიდუმლო, არც  მალულად, პირდაპირ ჩემი მეუღლე, მედიკო მარგოშვილი შეხვდა ვახტანგ გომელაურს, ჩემი ინიციატივით. მედიკოს ჰქონდა კითხვები, რატომ, თუ მომიკალით უდანაშაულო ერთადერთი ვაჟი, რატომ ცდილობთ ამის შემდეგ ჩემი ოჯახის განადგურებას. ეს ხდება მაჩხაანის ამბების აგორების შემდეგ, ნუთუ არ გრცხვენიათ, თქვენ ხომ იცით თემირლანი ამ ამბავში არ იყო დამნაშავე? იცით რა იყო გომელაურის პასუხი? – დიახ, ქალბატონო მედიკო, რა გავაკეთოთ რომ ეს ტკივილი შეგიმსუბუქოთ, დაგვავალეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სახელმწიფოს დანაშაულის აღიარება”, – ამბობს  მალხაზ მაჩალიკაშვილი.

magti 5g