LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ ქვრივიშვილი: „ჩვენს ხელში დალია სული და იმ დღიდან ცუდი გრძნობა გამიჩნდა, თურმე, სიკვდილთან რა უსუსურია ადამიანი…“

374
malxaz-kvrivishvili

ჟურნალ „თბილისელების“ ბლიცშეკითხვებს მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი პასუხობს. ფრაზას, რისი ეშინია, ის პასუხობს, რომ ყველაზე მეტად გარდაცვალების ეშინია.

„მეშინია…

სიკვდილის. ერთი პერიოდი არ მეშინოდა, თითქოს გაქრა ეს გრძნობა. მახსოვს, პირველად ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი რომ გარდაიცვალა, მერე იმდენად ბევრი ადამიანი წავიდა ჯერ აფხაზეთის ომში, ახლა ამ პანდემიის დროს, იმდენად მაგარი კაცები და ქალები, ისეთი ღირსეულები, რომ ხშირად მეფიქრებოდა ამ თემაზე. თითქოს ყველაფერი გამარტივდა და ეს შიშის გრძნობაც გაქრა, თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ოდესღაც მეც ხომ უნდა წავსულიყავი და ეს მაგარი ადამიანები იქ დამხვდებოდნენ, მაგრამ როცა დედა გარდაიცვალა, სულ შეიცვალა შეხედულებები. მე და ჩემს შვილს ხელში ჩაგვაკვდა დედა, ჩვენს ხელში დალია სული და იმ დღიდან ცუდი გრძნობა გამიჩნდა, თურმე, სიკვდილთან რა უსუსურია ადამიანი, ამ დროს ვერაფერს აკეთებ, ვერ ებრძვი, ის კი, უცებ გიღებს ბოლოს. ეს არის ყველაზე ცუდი შეგრძნება, რომელსაც შიშიც არ ჰქვია“.

მალხაზ ქვრივიშვილი: „ჩვენ ერთმანეთი გაჭირვებაშიც გამოვცადეთ, ხათუნა მაგრად დამიდგა გვერდით…“

ვიდეო: „თილისმას ეძახიან, სულ თან დამყვება“ – მალხაზ ქვრივიშვილი და ხათუნა ფეიქრიშვილი სიყვარულის შესახებ საუბრობენ

მალხაზ ქვრივიშვილი: „ჩემი ცოლის სახელით ხალხს თანხას სძალავდნენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები