LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტამ მსოფლიოში პირველი წყალქვეშა არქეოლოგიური პარკი გახსნა

126
b24-liberator-768x480

მალტის უდიდესი კუნძულის გოზოს სიახლოვეს მსოფლიოში პირველი წყალში ღრმად განთავსებული არქეოლოგიური პარკი გახსნეს. ინფორმაცია ამის შესახებ დანიშნულების ოფიციალურ საიტზე ვრცელდება.

ადგილი სადაც ათობით არტეფაქტია ჩაძირული, 115 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ჯერჯერობით მხოლოდ პროფესიონალი მყვინთავებისთვისაა ხელმისაწვდომი.

პარკი 67 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიას იკავებს.

მეცნიერებმა სიღრმეში ძველი ცივილიზაციის არაერთ გადმონაშთს მიაგნეს. სწორედ მაშინ, ზუსტად 3 წლის წინ გაჩნდა პარკის შექმნის იდეაც.

დიდი სიღრმის გამო ლოკაციის ცოცხლად მონახულებას მხოლოდ პროფესიონალები თუ შეძლებენ, თუმცა ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის ვირტუალური ექსკურსიებია ხელმისაწვდომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები