LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტას აეროპორტში შემაწუხებელი შემოწმებების გავლა აღარ იქნება საჭირო

127
94c75222025170d2e997f1638465a17a3221bd3e-1691329136-e9ada30c-960x640

ვალეტას(მალტა) საერთაშორისო აეროპორტში 2024 წლიდან უსაფრთხოების კონტროლის გავლისას ხელბარგიდან ელექტრონული ნივთების ამოღება აღარ იქნება საჭირო. გარდა ამისა, თვითმფრინავში ნებადართული იქნება სითხის ატანაც, თუნდაც 100 მილილიტრზე მეტი ოდენობის. ინფორმაციას ამის შესახებ Times of Malta ავრცელებს.

უსაფრთხოების შემოწმების ზონაში დაამონტაჟებენ „ჭკვიან“ 3D-სკანერებს და ეს სკანერები გაუმჯობესებული რენტგენული ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. სიახლე ბარგის შიგთავსს ბევრად მეტი დეტალიზაციით დაინახავს. სკანერები ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობასაც მარტივად ამოიცნობენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ტექნოლოგიას უკვე ტესტავენ ჰელსინკიში, 2024 წლიდან კი სიახლე ესპანეთსა და კოპენჰაგენშიც ამოქმედდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები