LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

112

მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. როგორც “ფორტუნას” დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საკვების მიღებაზე უარი გუშინ დილიდან განაცხადა.

შიმშილობის შესახებ შეტყობინება ოფიციალურად დადასტურებულია. ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.

მიხეილ რამიშვილმა “ფორტუნასთან” აღნიშნა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შიმშილობა ცუდად აისახება.

„დეკანოზს გულის ოპერაცია აქვს გადატანილი. შიმშილობა ჯანმრთელი ადამიანისთვის არის საზიანო და ასეთ შემთხვევაში უფრო სახიფათოა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ჩემ სიმართლეს დავამტკიცებო. მამა გიორგი მამალაძეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შიმშილობა მანამ, სანამ მის მოთხოვნას არ შეასრულებენ”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღეს მამალაძის ადვოკატებმა პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს, რომ საქმეში მხარეთა უფლებები თანაბრად იყოს დაცული და გაუთქმელობის პირობა მოიხსნას.

მამა გიორგი მამალაძე ე.წ. “ციანიდის საქმეზეა” ბრალდებული. 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

თამთა უთურგაშვილი

mazda magti 5g