მომღერალი გიორგი ცხადაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გარდაცვლილ მამას ემშვიდობება და მადლობა უხდის.
„მამა, მადლობა საუკეთესო ბავშვობისთვის, ყოველთვის მეყვარები და არასდროს დაგივიწყებ.
მადლობა ყველა ადამიანს, ჩემი ოჯახის მწუხარების გაზიარებისთვის“, – წერს გიორგი ცხადაძე და ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ერისიონმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.
