მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება და წერს, რომ ხალხი ამ მასკარადით დაიღალა.
გთავაზობთ მამა პეტრეს სტატუსს:
„ბოდვა
თუ საარჩევნო აგიტაციას არ ეხება შეზღუდვა, თუ სკოლები ისევ განაახლებენ სწავლის პროცესს, თუ ყველა სფეროში თანაბრად არ გადანაწილდება ე.წ. შეზღუდვა, რა აზრი აქვს ამ მარაზმატიკას.
ან იმ ხალხმა რა ქნას, ვინც ჯვრისწერები ერთი თვის წინ ჩანიშნა ტაძრებში და დაჯავშნა დარბაზები.
როგორ არ დაიღალეთ ამ მასკარადით…
ეს ვირუსი ადრე თუ გვიან ყველას შეეხება, დარწმუნებული ვარ, უკვე მოვიხადე კიდეც. ალბათ, ბევრმა თქვენგანმაც, მაგრამ ეს საყოველთაო განგაში კითხვებს მიჩენს…
თუ იმის გამო ხდება, რომ საარჩევნოდ ხალხი ქუჩაში არ გავიდეს, ამ შეზღუდვით მეტად გავა… ესეც რომ იქით იყოს, რა ვქნათ შაბათ-კვირას, ჯვრისწერები და ნათლობები, რომელიც უკვე შეთანხმებულია, ჩავშალოთ?!“
