LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა თეოდორე გიგნაძე: „ერთმანეთის უძლურების ტვირთვა – ძალიან მნიშვნელოვანია“

111
2025-11-23_16-38-32_154388

მამა თეოდორე გიგნაძე სოციალურ ქსელში ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპზე — ერთმანეთთან ურთიერთობის „ოქროს წესზე“ წერს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ოქროს წესი — ეს არის სიმდაბლე და მორჩილება.

არ შეიძლება, რომ თითი ებრძოდეს ყურს, თვალი ებრძოდეს ცხვირს. ისე ცხოვრობენ ეს უჯრედები და ეს ორგანოები, რომ ერთმანეთს აცოცხლებენ, ერთმანეთს ეხმარებიან…

ჩვენ თუ ერთი ორგანიზმი ვართ, უნდა გვქონდეს ოქროს წესი სასუფევლის მოქალაქეობის, ღმერთის ოჯახის წევრობისა — ეს არის სიმდაბლე, სიმშვიდე, მორჩილება, გულმოწყალება, მიმტევებლობა, ერთმანეთის უძლურების ტვირთვა.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს; და ყველაფერი კონცენტრირებულია სათნოებაში, რომელსაც ჰქვია სიმდაბლე.

მთლიანად ეკლესია ხომ ტაძარია ღმრთისა, მაგრამ თითოეული ჩვენგანიც ტაძარია ღმრთისა და ჩვენ ერთად ვქმნით ღმრთის სამკვიდრებელს.

უბრალო ჭანჭიკი კი არ ხარ, რომ ან ასე იქნები, ან ისე — არა, ღვთის ტაძარი ხარ!

თითოეული ჩვენგანი პასუხს აგებს არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ ერთმანეთის წინაშეც. ეს არის ქრისტიანული მისტიკა. სხვა ქრისტიანობა, ძმებო და დებო — არ არსებობს“, — წერს მამა თეოდორე გიგნაძე.

მისივე თქმით, ადამიანებს შორის ურთიერთობის მთავარი სათნოება სიმდაბლეა.

პოსტი გვერდის ამონარიდების არქივიდან არის გამოქვეყნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები