LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა თეოდორე გიგნაძე: რწმენა პირველ რიგში პირად ცხოვრებაში უნდა გამოვლინდეს

106
Screenshot 2026-08-09 at 18.40.28

მამა თეოდორე გიგნაძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ცხოვრების მაგალითით აჩვენოს ქრისტიანული რწმენა და რატომ ვერ მოიტანს შედეგს ძალდატანება.

მისი თქმით, რწმენის გაზიარების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა პირადი მაგალითია.

„მაგალითი პირადი ცხოვრებით, მხოლოდ პირადი ცხოვრებით. ნებისმიერი ძალდატანება არაფრის მომცემია“, – ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე.

მისივე განმარტებით, თუ მშობელს ურწმუნო შვილი ჰყავს, მისი დამოკიდებულება პირველ რიგში საკუთარი ცხოვრებითა და ქცევით უნდა გამოიხატოს – ილოცოს, ეცადოს, სარწმუნოებრივად რასაც ამბობს, თავადაც აღასრულებდეს და ერთგულებას ავლენდეს ქრისტეს, ეკლესიისა და სამშობლოს მიმართ.

მამა თეოდორე გიგნაძე აღნიშნავს, რომ ეს დამოკიდებულება ადამიანებთან ურთიერთობაშიც უნდა აისახოს, მათ შორის ურწმუნო შვილთან მიმართებით.

„არ ვსაყვედურობ, არ წამოვაძახებ არაფერს, უპირობოდ მიყვარს. უღმერთოა და მიყვარს — ამაში უნდა გამოვლინდეს რწმენა“, – ამბობს მამა თეოდორე.

მისი თქმით, ადამიანის გულს უანგარო სიყვარულის შეგრძნება შეუძლია და სწორედ ასეთ დამოკიდებულებას შეუძლია ადამიანზე გავლენის მოხდენა.

“ამონარიდი შეხვედრიდან, 4 აგვისტო, 2024 წელი.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები