LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი, რასაც შეუძლია ღმერთთან დაგაშოროს შენი არასწორი არჩევანია, რომ შენ არასწორ გზას ირჩევ” – მამა თეოდორე გიგნაძე

102
images

მამა თეოდორე გიგნაძე ქადაგებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის ღმერთთან დაშორება მხოლოდ არასწორი არჩევანით არის შესაძლებელი, როდესაც იგი შეგნებულად ირჩევს ცოდვის გზას.

ქადაგებისას მამა თეოდორე განმარტავს, რომ ყველაზე ძლიერ ბოროტ ძალასაც კი არ ძალუძს ადამიანის ღმერთის სიყვარულისგან მოწყვეტა.

მისი თქმით, სატანას შეუძლია ადამიანს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს, განსაცდელები და სხვადასხვა სირთულე შეამთხვიოს, თუმცა უფლის სიყვარულს ვერავის და ვერაფერს შეუძლია ადამიანი დააშოროს, თუ თავად არ იტყვის უარს ღმერთთან ურთიერთობაზე.

მამა თეოდორე გიგნაძე ასევე აღნიშნავს, რომ ქრისტიანს არ უნდა ეშინოდეს არც ჯადოსი, არც წყევლის და არც ბოროტი ძალების, რადგან ღმერთი „მიუწვდომელი ნათელია“ და მისი ნათელი ადამიანის გულში ყოველთვის იქნება, სანამ თავად ადამიანი არ განუდგება უფალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები