LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა თეოდორე გიგნაძე: “ხელისუფლება ჩვენგან არ ითხოვს ქრისტეს უარყოფას, ის უფრთხილდება მოსახლეობას…”

9669
mama-teodore-gignadze

მამა თეოდორე გიგნაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან და თუკი  რეგულაციები გამკაცრდება, მას დაემორჩილებიან.

“ჩვენ ჩვენი განწესება გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო რეგულაციებს, თუმცა თუ სახელმწიფო რეგულაციები შეიცვლება, ჩვენ გავითვალისწინებთ ამასაც.

ისმის საყვედურები, თითქოს ჩვენ ხშირად ვახსენებთ, რომ ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ და თითქოს ეს არაქრისტიანულია. ზოგადად, მორჩილება ქრისტიანული სულისკვეთებაა. ნებისმიერი ხელისუფლება ღვთისგან დადგენილია და მისადმი ურჩობა არის ღვთის განგებისადმი ურჩობა, თუკი ხელისუფლება ქრისტეს უარყოფას არ მოითხოვს.

მაგრამ ამ შემთხვევაში, და ჩვენ ამას ვხედავთ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც, ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის, ჩვენც… რომ ამ ვირუსს არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქეები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g