მამა თეოდორე გიგნაძე სოციალურ ქსელში ლიცვის მნიშვნელობაზე საუბრობს.
როგორც ის აღნიშნავს, თუ გსურს, რომ რთულ პერიოდში არ დაკარგო ლოცვის ძალა და სულიერი კავშირი ღმერთთან — როცა ყველაფერი კარგად არის, მაშინვე უნდა იყო გულმხურვალე მლოცველი.
„როცა ადამიანს არც შიში აქვს და არც სტრესი აქვს, გარეგნულ ყოფიერებაშიც არანაირი პრობლემა არ აქვს, და როცა ადამიანი, ამ დროს, გულმხურვალედ ღმერთს ეძებს და გულმხურვალედ ლოცულობს, მაშინ, როცა დაუდგება სტრესული მომენტი – ის იქაც გულმხურვალე იქნება, და ხსნა ძალიან მალე მოვა და გათავისუფლება სტრესისგან, იმიტომ, რომ ადამიანი უანგაროდ არის ქრისტესთან, ანუ მაშინ კი არ არის, როცა უჭირს, არამედ როცა არ უჭირს – მაშინაც ის გულმხურვალედ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ღმერთთან ყოფნის მოტივაცია არის არა ის, რომ განვთავისუფლდეთ ან შიშისგან, ან სტრესისგან, არამედ ჩემი ღმერთთან ურთიერთობის მოტივაცია, ანუ ლოცვის მოტივაცია, თავად ქრისტეა,
მის გარეშე სუნთქვაც არ მინდა,
არ მინდა უბრალოდ,
აზრი არ აქვს,
აზრს ვერ ვხედავ,
ყოფიერების აზრი მხოლოდ იესო ქრისტეა,
და როცა ადამიანს ეს განწყობა აქვს და ასე ცხოვრობს, მაშინ, როცა დადგება შენს ცხოვრებაში განსაცდელი – შიში იქნება, თუ სტრესი იქნება, ლოცვა გიძლიერდება იმ დროს, და ხსნაც ძალიან მალე მოდის, იმიტომ, რომ შენ ღმერთის შვილი ხარ – შენ უანგაროდ ხარ უფალთან;
ანუ, თქვენ თუ გინდათ, რომ სტრესის დროს იყოთ მლოცველი და ღმერთი არ დაკარგოთ, როცა კარგი პერიოდი გაქვთ – იმ პერიოდში, აუცილებლად, უნდა იყო გულმხურვალე მლოცველი“, – წერს მამა თეოდორე.