LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც…” – რას ჰყვება მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი ფარულ ჩანაწერში

463
befunky-collage-32-2022-04-30_14-25-05_425870

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოწმეები იკითხებიან.

მოწმის სახით დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი.

როგორც მურადაშვილმა აღნიშნა, გიორგი ბეროზაშვილი გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა.

ჩანაწერში ბრალდებული აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო.

„დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 5 500 ლარი გადავირიცხე… დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, მიჩიჩინებდა…“, – აცხადებს ჩანაწერში ბრალდებული.

მისივე თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა.

„მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც, დედა ცოტა შეფხიზლებული იყო, შემეშინდა…ვერ იტანდნენ ჩემი დები მამას, დედაჩემთან ჩხუბობდნენ რაღაცებზე“, – აცხადებს ბეროზაშვილი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის მკვლელობის შემდეგ, ბეროზაშვილმა უპასუხა, რომ „ჩაცხრებოდა ეს ამბავი და ცხოვრებას გააგრძელებდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები