LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

121
Untitled design - 2021-11-29T102140.797

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

ტყიბულში, სადაც ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა: ტყიბულის მერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები