ინდოელმა ახტარ იმამმა მთელი ქონება ორ სპილოს უანდერძა და ამ გადაწყვეტილებით ცოლს გული ძალიან დაწყვიტა. გამოცემა The Guardian–ის ინფორმაციით, ერთგული ცხოველები მოტი და რანი ახტარის სიკვდილის შემდეგ 2,5 ჰექტარ მიწას მიიღებენ.
„მოტი და რანი ჩემი ოჯახის წევრები არიან, ამიტომ არ მინდა რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ობლები დარჩნენ. მათ მზრუნველი პატრონი უნდა ყავდეთ და საკუთარი სახლიც უნდა ქონდეთ“ – განაცხადა ახტარმა, რომელიც სპილოებს დაბადებიდან ზრდის.
უჩვეულო გადაწყვეტილება მამაკას მადლიერების გრძნობამ მიაღებინა. გასულ წელს იმამის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ. სპილოებმა პატრონი დაიცვეს და ბოროტმოქმედებს გაეკიდნენ კიდეც.
„ერთ ღამეს უცნაური ხმაური შემომესმა, კარი გავაღე და დავინახე თუ როგორ მისდევდნენ ჩემი საყვარელი სპილოები კრიმინალებს. მე დღეს ცოცხალი ვარ, რადგან ჩემმა ცხოველებმა ნამდვილი მცველებივით იმოქმედეს.“
სწორედ ამიტომ, ინდოელმა მიწის დიდი ნაწილი სწორედ საყვარელ სპილოებს დაუტოვა. ქონების ნაწილი ოჯახის წევრებსაც ერგოთ, თუმცა ანდერძით ისინი მაინც ძალიან უკმაყოფილოები დარჩნენ.
„ჩემი ცოლი და შვილები ვერ ხვდებიან, რომ სპილოები ძალიან მიყვარს და ჩვენი ურთიერთობა ნამდვილად შეუფასებელია.“