იაპონიაში მამაკაცმა სასამართლოში 100 ათასი იენის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა იმისთვის, რომ კურიერმა პიცა 52 წუთის დაგვიანებით მოუტანა. ამის შესახებ Sora News წერს.
მომჩივანმა განაცხადა, რომ პიცა 2023 წლის დეკემბერში, საშობაო წვეულებისთვის შეუკვეთა. კომპანია Pizza-La-ს საიტზე მითითებული იყო, რომ მათი კურიერები ყოველთვის დროულად მიდიოდნენ ადგილზე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიწოდებამ ნახევარ საათზე მეტი დროით დაიგვიანა. გაბრაზებული იაპონელის აზრით, სოციალურად მისაღები მხოლოდ 30 წუთზე ნაკლები დროით დაგვიანებაა. მისი თქმით, კურიერმა მას მორალური ზიანი მიაყენა და ამიტომ პიცის კომპანიას სასამართლოში უჩივლა.
სასამართლო პროცესის დროს გაირკვა, რომ Pizza-La-მა დამკვეთს ბოდიშის მოხდის მიზნით ფული უკან დაუბრუნა. მოსამართლემ ეს ფაქტი სრულებით საკმარისად ჩათვალა და მომჩივნის ტრავმული გამოცდილებაც არ ჩათვალა რეალურად.