LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია მგზავრების მოტყუებისთვის 120 მილიონ დოლარს გადაიხდის

117
Screenshot 2024-05-08 122616

ავსტრალიის უდიდესი ავიაკომპანია Qantas ჯარიმას და 120 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას გადაიხდის, რადგან მგზავრები მოატყუა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press წერს.

კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ავსტრალიურმა კომისიამ ავია გადამზიდის წინააღმდეგ საქმე 2023 წლის ზაფხულში აღძრა. კომისიამ Qantas იმაში დაადანაშაულა, რომ ბილეთებს ფიქტიურ რეისებზე ყიდდა, შემდეგ კი ფრენებს ისე აუქმებდა, რომ ამის შესახებ მომხმარებელს დროულად არ აფრთხილებდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 8 ათასზე მეტი არ არსებული რეისი დაარეკლამა და ეს ფრენები ვითომ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის ივნისამდე პერიოდში უნდა შესრულებულიყო.

მგზავრების მოტყუებისთვის Qantas 100 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, კიდევ 20 მილიონი მოგზაურთა კომპენსაციებზე დაიხარჯება. შედეგად 86 ათასზე მეტი ადამიანი 225-დან 450 დოლარამდე თანხის მიღებას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები