LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

102

მამაკაცს, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

ტელეწამყვანმა მასზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ინგა გრიგოლიას თქმით, 2011 წლიდან მასზე მისთვის უცნობი მამაკაცი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და ფულს სთხოვდა.

მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები