„გვიშველეთ, დაგვეხმარეთ“ – ამ სათაურით აქვეყნებს ინტერნეტმომხმარებელი მარი გაბრიაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს, სადაც ვისმენთ, რომ “თერჯოლამედიში“ ვერ ხდება პაციენტის მიღება, რადგან ადგილი არაა.
„მამას მიკლავენ“ – წერს მარი გაბრიაძე.
მარი ამბობს, რომ თერჯოლის საავადმყოფოში იყო ადგილი, თუმცა კოვიდინფიცირებულს არ იღებდნენ.
ექიმი მას პასუხობს, რომ ჟანგბადიანი ადგილი არ აქვს და პაციენტს ვერ მიიღებს.
66 წლის პაციენტს, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კოვიდი დაუდასტურდა, საავადმყოფო მიღებაზე უარს ეუბნებოდა.