საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში, დაკრძალავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ეროვნულ გმირს სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ მამია ალასანია ირაკლი ალასანიას მამაა.
რაც შეეხება დანარჩენ 24 პირს, რომელთა ნეშტი, მამია ალასანიასთან ერთად, სამების ტაძარშია დასვენებული, მათ დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.