შოვის ტრაგედიის მსხვერპლის, მარინა ხორბალაძის ნათესავი, გიორგი ხორბალაძე წერს, რომ მისი ოჯახის ორ წევრს ჯერ ვერ პოულობენ.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახის 3 წევრი მოჰყვა მეწყერში, მამიდა ( მარინე ხორბალაძე) გადმოსვენებულია, მამიდაშვილს (მანანა ჯაჭვაძეს და მის პატარა ანგელოზს (გიორგი ხორბალაძეს) ჯერ ვერ მივაკვლიეთ.. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის…, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ხორბალაძე.
ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული.