Geo Team სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი თავის პატარა ქალიშვილთან ერთადაა გადაღებული.
ვიდეოში ჩანს მონატრებული მამა-შვილის თბილი შეხვედრა – გიორგი მამარდაშვილი შვილს ეფერება, პატარა ენი კი მამის დაბრუნებით აშკარად ბედნიერია.
„მამიკო სახლში დაბრუნდა – ენი ბედნიერია“, – წერს Geo Team.
ემოციურმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა და გულშემატკივრების მხრიდან არაერთი თბილი კომენტარი დაიმსახურა.
