LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მამიკოს გოგო” – ედი მერფის უფროსი ქალიშვილი, რომელიც პოპულარული მამის ასლია, დაქორწინდა

339
მერფი

მსახიობ ედი მერფის უფროსი ქალიშვილი, ბრი დაქორწინდა. მისი რჩეული მსახიობი მაიკლ კსავიერია. ქორწილის ცერემონიის ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.

ფოტოებზე ჩანს, რომ ბრი საკურთხეველთან თავად 61 წლის ედი მერფიმ მიაცილა. ფოტოები კი „ინსტაგრამზე“ ბრი მერფიმ გაავრცელა წარწერით „მამიკოს გოგო“.

ქორწილის ცერემონია ბევერლი- ჰილზში გაიმართა და მას 250 სტუმარი ესწრებოდა.

ქორწილში ედი მერფიმ შვილთან ერთად სამახსოვრო ცეკვაც შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები