LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგზაურობა ამერიკაში 2“ – ახალ პოსტერზე ცნობილი პერსონაჟები გამოჩნდნენ

425
edimerphy2021

სტუდია „ამაზონმა“ 1988 წლის გახმაურებული ფილმის „მოგზაურობა ამერიკაში“ სიქველის ახალი პოსტერი გამოაქვეყნა. ამჯერად ედი მერფის გმირთან ერთად პოსტერზე ყველა ის პერსონაჟი ჩანს, რომელიც ფილმის მეორე ნაწილში გამოჩნდება. ფილმის თრეილერიდან ცნობილი ხდება, რომ პრინცი აკიმი 30 წლის შემდეგ ისევ ამერიკაში ბრუნდება და ამჯერად მან შვილი უნდა იპოვოს, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდა.

ახალ პოსტერზე ასევე გამოჩნდნენ არსენიო ჰოლი, შარი ჰეიდლი, ჯეიმს ეარლ ჯონსი, უესლი სნაიფსი, ტრეისი მორგანი და სხვები. ყველა პერსონაჟს ზამუნდის ნაციონალური სამოსი აცვია, რაც გვარწმუნებს, რომ ფილმი ძალიან სახალისო და საინტერესო უნდა გამოვიდეს. „მოგზაურობა ამერიკაში 2″ ეკრანებზე მარტში გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები