LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი აკიმის ვაჟიც გამოჩნდა – ახალი დეტალები ფილმიდან „მოგზაურობა ამერიკაში 2“

944
edimerp243435

მარტში კინოეკრენებზე სტუდია „ამაზონის“ მიერ გადაღებული ახალი ფილმი „მოგზაურობა ამერიკაში 2“ გამოდის. იქამდე კი ფილმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მაგალითად ახალ თრეილერში უკვე გამოჩნდა პრინცი აკიმის ვაჟი, რომლის მოსაძებნადაც ედი მერფის გმირი ამერიკაში ბრუნდება.

ტახტის ახალი მემკვიდრის როლს ფილმში ჯერმანი ფოულერი ასრულებს. ახალი ფოტო და ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ პრინცი აქამდე უცნობ ვაჟს იპოვის  და მას ზამუნდაში გამგზავრებას სთავაზობს.

ფილმის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. გარდა იმისა, რომ კინოსურათი ეკრანებზე ძველი გადამღები ჯგუფით, სრული სამსახიობი ანსამბლით ბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები