LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამის ასლია“, „თქვენთანაც იგივე ხდება?“ – ნიკა მელიას მიმართვა მშობლებს და შვილთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეო, რომელსაც არაერთი გამოხმაურება მოჰყვა

385
380384874_2197681707253564_3244517417370683902_n (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მცირე ხნის წინ

სოციალური პლატფორმას TikTok შეუერთდა და  ამ დროისთვის, 12 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

„მეკითხებიან „ფეიკია“ თუ არა, მე ვარ, ვინც და რაც ვარ“ – ცნობილ TikToker პოლიტიკოსებს ნიკა მელიაც შეუერთდა 

მელია საკუთარ აუდიტორიას გარდა გასართობი ვიდეოებისა, მეტ-ნაკლებად პოლიტიკური შინაარსის აქტივობებსაც უზიარებს. ახლახან კი, შვილთან, სანდროსთან ერთად გადაღებული ვიდეო გაუზიარა მის მიმდევრებს და მშობლებს კითხვით მიმართა:

„ახლა 10:30 საათია, 8 წლის არის სანდრო და თითქმის არასდროს, ამ დროს არ სძინავს. კიდევ ერთი საათი უნდა ვიწვალოთ, თუ გავიმარჯვეთ და დავაძინეთ, ძალიან გაგვიხარდება.

თქვენთანაც იგივე ხდება? ამ ასაკში, რომ ბავშვებს ვერ ვაძინებთ?..“, – მიმართავს ნიკა მელია მშობლებს.

პოლიტიკოსის ამ მიმართვას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ამ ასაკის ბავშვებში ძილის პროცესის დარღვევა ნაცნობი თემაა და ამასთან, მიუთითებენ, რომ სანდრო მამას ძალიან ჰგავს.

„მამის ასლია“, „კოპირება მამასი“, „როგორ გგავს“ – აღნიშნავენ მოქალაქეები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები