LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებაშია

102
pjimage-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს და ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პატივია, რომ შესაძლებლობა ეძლევა მოსახლეობას დღესასწაული პირადად მიულოცოს.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მრავალფეროვნებაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის ძლიერების საიდუმლო სწორედ ამაშია.

„დღევანდელი დღე არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დღევანდელ დღესასწაულს ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აღნიშნავენ. მინდა მათ მივესალმო და ყურბან ბაირამი მივულოცო.

მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც, ამ დღესასწაულის აღნიშვნისას უნდა გავიმეორო, რომ საქართველოს ძლიერება არის მრავალფეროვნებაში. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ სამშობლოს და ჩვენ ვართ ამ დიდი წინაპრების შთამომავლები და თითოეული ჩვენთაგანი ამით ამაყობს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს დიდი ტრადიციები, დიდი სიყვარული მომავალ თაობებს გადავცეთ. საქართველოს ძლიერება არის სწორედ მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის ჟამს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ვდგავართ და სიხარულის დროს ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს. კედევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას ერთიან ძლიერ საქართველოში“,-მიმართა მამუკა ბახტაძემ დღესასწაულზე შეკრებილებს.

ფოტო:ნუცა ტრაპაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები