LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბერძენიშვილი: აჭარაში ტურისტების დათვლისა და გამოკითხვის ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდება

134

ბათუმში წელს მასშტაბური საახალწლო კონცერტები გაიმართება. ღონისძიებებზე დაახლოებით ერთი მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. წელსვე ამოქმედდა კურორტი გოდერძი, რომელიც ვიზიტორებს უკვე აქტიურად მასპინძლობს. რატომ უნდა გაატარონ დაინტერესებულმა პირებმა ზამთარი აჭარაში და რა სიახლეები იგეგმება ტურისტულ სექტორში, „ფორტუნა“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა.

საახალწლო ღონისძიებები, რომელიც ბათუმში ტარდება, იმით არის გამორჩეული რომ 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ყოველდღიურ რეჟიმში იმართება ქალაქის 13 წერტილში. ცენტრალური წერტილი გახლავთ ევროპის მოედანი. ამას ემატება 31 დეკემბრერს და 1 იანვარს გრანდიოზული ღონისძიებები იმ ჭრილში, რომ ხდება რეჟისორული დაგეგმვა, იქნება არმხოლოდ კონცერტი, არამედ სხვადასხვა სახის წარმოდგენები მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად.

გარდა ამისა, გაიხსნა კურორტი „გოდერძი“. ეს პროდუქტი ხელმისავწდომია ჩვენთან საინფორმაციო ცენტრებში, აჭარის შვიდ წერტილში. ასევე ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.gobatumi.com . ამ კურორტისთვის ჩვენ ვაწარმოეთ ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია, რომელიც დღემდე მიმდინარეობს ათივე სამიზნე ბაზარზე. მაგალითად, რეკლამა ტელეარხ „დისქავერიზე“, ასევე ინტერნეტსივრცეში. თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელორუსში მიმდნარეობს სხვადასხვა სახის მარკეტინგული ღონისძიებები, როგორიცაა აუთდორი, რადიო, ტეელვიზია და ინტერნეტი. შედეგად, ჩვენ გვაქვს ვებ-გვერდზე საშუალოდ 5 ათასი უნიკალური ყოველდღიური მომხმარებელი და სოციალური მედიასაშუალებებით მილიონამდე წვდომა ყოველკვირეულად.

– რა თანხაა გამოყოფილი უშუალოდ კურორტ „გოდერძის“ პოპულარიზაციისთვის?

გოდერძის პოპულარიზაციის კონკრეტული თანხა ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს მთლიანად აჭარის  ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის თანხა, როგორც ქვეყნაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის დაახლოებით  2 მლნ ნახევარი ლარი, რაშიც თავისი წილი უკავია „გოდერძის“ კურორტს.

-„გოდერძის“ კურორტის გარდა, კიდევ რომელი პროდუქტის პოპულარიზაციას ხმარდება ეს თანხა?

ეს თანხა ხმარდება ყველა იმ ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას სამიზნე ბაზრებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი კუროტების, ტურისტული პრდუქტების თუ სერვისების სახით აჭარაში. ჩვენი სამიზნე ბაზრებია სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელორუსი, პოლონეთი, ლიტვა, ისრაელი, რუსეთი.

-მუშაობს თუ არა დეპატრამენტი ახალი ბაზრების ათვისებაზე და რომელია ეს ქვეყნები?

მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია. წელს 9 ბაზარი გვქონდა და 2016-ში გვექნება მეათე ბაზარი – რუსეთი, რომელიც ოფიციალურად დაემატა ამ სიას. შესაბამისად, მოხდება ამ ყველაფრის რეკლამირება რუსეთშიც. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტი არც ისე დიდია, რუსეთისთვის 350 ათასი ლარია ბიუჯეტში გამოყოფილი, ჩვენ ე.წ. კონტენტ მარკეტინგს და პიარ ღონისძიებებს მივყოფთ ხელს. ანუ მოვიწვევთ ცნობილ ჟურნალისტებს და პოპულარულ გადაცემებს რუსული ტელესივრციდან, მოხდება სხვადასხვა გადაცემების გადაღება აჭარაში და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის.

-პრესტურები აჭარაში ახლაც აქტიურად ტარდება. დღეისათვის, რა შედეგი მოიტანა ამ ღონისძიებებმა?

შედეგზე ალბათ, შეგვიძლება ზამთრის სეზონის ბოლოს ვისაუბროთ. ჩვენ დღესდღეობით 3%-იანი მატება გაგვაჩნია და თუ ეს შენარჩუნდება მარტის ბოლოსაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტებმა თავის მიზანს მიაღწია.

-რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, რა სიახლეები აქვს ტურიზმის დეპარტამენტს მომავალი წლისთვის?

ტურიზმის დეპარტამენტში გვაქვს ოთხი ძირითადი მიმართულება: ერთი არის მარკეტინგი და პიარ ღონისძიებები. მეორე – ანლიტიკური ხელსაწყოების განვითარება. გვექნება ტურისტების რაოდენობის დათვლის და მათი გამოკითხვის ახალი მეთოდოლოგია. გვაქვს სერვისის მიმართულება. შევქმენით სერვისის განყოფილება – სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრთან ერთად. შევქმენით ხარისხის ნიშანი, რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ და სასტუმროებსა და რესტორნებს კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭებათ. მეოთხე მიმართულება ეს არის ტურისტული პროდუქტების განვითარება. ამისთვის ჩვენ მოვახდინეთ არსებული ტურისტული სააგენტოს რეორგანიზაცია. მას ჰქვია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, რომელიც მუშაობს საზღვაო ზოლს მოშორებული გეოგრაფიული არეალების ტურისტული პოტენციალის ათვისებაზე. ეს არის სხვადასხვა მარშრუტები თუ სერვისები, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს აჭარის მთიან ნაწილში ან სოფლად.

-რას გულისხმობს ტურისტების დათვლისა და გამოკითხვის ახალი მეთოდოლოგია?

ტურისტების გამოკითხვას ჩვენ მაგალითად წელს ვაწამორებდით მხოლოდ განთავსების ობიექტების მიხედვით. მოგეხსენებათ, არის არარეგისტირებული სექტორი, სადაც ტურისტების დიდი ნაწილი თავსდება. მათ შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, მაგრამ 2016 წლიდან კონკრეტული მეთოდოლოგიის საშუალებით გვექნება შესაძლებლობა გავარკვიოთ, რამდენი იყო განთავსების ოფიციალურ და არაოფიციალურ ობიექტებში. შესაბამისად, ეს ციფრები გაერთიანდება და სრულ სურათს მივიღებთ.

-ბათუმის ბულვარის განვითარების ახალ კონცეფციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ამ კონცეფიაზე მუშაობაში იყავით თუ არა ჩართული? როგორ შეაფასებიდით არსებულ პროექტს?

მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტზე მუშაობაში ჩართული არ ვიყავი და არ ვიცი რა კონკრეტული პროექტები განვითარდება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ზოგადად, ვითარდება, მისაღებია ქალაქისთვის, მით უმეტეს იმ ქალაქისთვის და რეგიონისთვის, რომელიც ტურიზმს ავითარებს და რაც უფრო მეტი მიმზიდველობის არეალი გვექნება რეგიონში კარგი იქნება. თუმცა, ეს უნდა აკეთონ პროფესიონალებმა და არა ზოგადად, მოყვარულებმა თუ რიგითმა მოქალაქეებმა.

-რაც შეეხება ახალ ობიექტებს. ახლხანს გაფორმდა ხელშეკრულება „მარიოტთან“ რომელიც ბათუმში სასტუმროს ააშენებს. კიდევ რომელი მსხვილი სასტუმროების ქსელი გეგმავს შემოსვლას?

ბათუმში შემოდის „ქრაუნ პლაზა“, მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და დასრულდება 2016 წლის ბოლოს. ასევე „პრინცეს ჰოტელი“ რომელიც 2016 წლის ბოლოს დასრულდება. შემოდის „ლე მერიდიანი“ და „მარიოტი“. გეგმის მიხედვით, ეს ორი პროექტი 2017 წელს უნდა დასრულდეს. ეს არის ის ახალი ქსელური სასტუმროები, რომელიც ემატება არსებულს უახლოესი ორი წლის განმავლობაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები