LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბოკუჩავა: თრომბოზის ასაკობრივი ბარიერი ძალიან გაახალგაზრდავდა

133
mamukabokuchava

სისხლძარღვთა ქირურგმა მამუკა ბოკუჩავამ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ თრომბოზის განვითარების რისკების შესახებ ისაუბრა.

„სტატისტიკურად ითვლება, რომ ქალბატონებს პირველადი თრომბოზი უფრო ხშირი აქვთ, ​ხოლო განმეორებითი თრომბოზები მეორე საკითხია. როდესაც განმეორებითი თრომბოზები იქნა დათვლილი, აღინიშნა, რომ მამაკაცებში უფრო ხშირად ვითარდება. ამის ახსნა ზუსტად ცოტა ძნელია, თუმცა განმეორებითი თრომბოზების ალბათობა მამაკაცებში უფრო ხშირია.

რაც შეეხება ასაკობრივ თავისებურებებს,​ რაც უფრო მაღალია ასაკი, თრომბოზების განვითარების ალბათობა უფრ​ო მაღალია. მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში, მათ შორის ჩვენთანაც, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, ძალიან გაახალგაზრდავდა თრომბოზის ასაკობრივი ბარიერი. მქონია შემთხვევა, რომ ხუთი წლის ასაკის ბავშვს განუვითარდა თრომბოზი, აქ იყო მემკვიდრეობითი ფაქტორი. მამა იყო დატვირთული თრომბოზების ანამნეზით. ბავშვს ხუთი წლის ასაკში განუვითარდა ქვემო ღრუ ვენის თრომბოზი. მქონდა შემთხვევა 12 წლის ბავშვთან, როდესაც აქტიური სპორტით იყო დაკავებული ბავშვი, იქ ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდა საერთოდ. ეს არის ერთეული შემთხვევები, თუმცა ზოგადად გაახალგაზრდავების ტენდენცია არისწვის შეგრძნება და ქავილი ეს არის ქრონიკული ვენური დაავადების ერთ-ერთი თანმხლები სიმპტომი. ამასთან არის სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, რომელიც  აღენიშნება დაახლოებით 60-70 %-ს.​ წვა და ქავილი არის სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, ვენურ პათოლოგიასთანაც იყოს კავშირში და შეიძლება მისგან დამოუკიდებლადაც იყოს.ამის განმაპირობებელი არის სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის დარღვევა. სარქვლოვანი აპარატი ნორმალურ სიტუაციაში განაპირობების სისხლის ნორმალური მიმართულებით ტერფიდან გულისკენ გადაადგილებას,“- ამბობს ბოკუჩავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები