LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ჩარკვიანი: „უმადური არ უნდა იყო კაცი. ბიძინა ივანიშვილს გადავუხადე მადლობა, რომ სიკვდილისგან მიხსნა, მაგრამ მისთვის არ გადამიხდია მადლობა, რომ მთელი ცხოვრება იქ იჯდეს…“

1487
mamukadabidzina

მამუკა ჩარკვიანი მაკა რაზმაძის გადაცემას სტუმრობდა „ჯორჯიან ტაიმსის“ ეთერში და ისაუბრა იმ დიდი დახმარების შესახებ, რომელიც პირადად მას ბიძინა ივანიშვილმა გაუწია:

„რეალობაა ის, რომ ბატონმა ბიძინამ გადმომირიცხა საოპერაციო ფული. როცა ჩავფრინდი საზღვარგარეთ, თანხა უნდა ყოფილიყო ანგარიშზე და გადახდის შემდეგ გიკეთებდნენ ოპერაციას. მაშინ მამა ცოცხალი იყო და დაურეკა. პირველად რომ გახდა პრემიერი, მაშინდელი ამბავია. მამამ აიღო ტელეფონი და სთხოვა ერთ ადამიანს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისთვის დაერეკა. ცოტა ხანში რომ გადმოგირეკოთო? და მამამ უთხრა, ცოტა ხანში მამუკა აღარ იქნებაო… გადმორიცხეს ფული კულტურის სამინისტროდან და ნაირ-ნაირი ორგანიზაციებიდან. მე მადლიერი ვარ. უმადური არ უნდა იყო კაცი. მე მადლობა გადავუხადე მას. იმისთვის კი არ გადამიხდია მადლობა, რომ მთელი ცხოვრება იქ იჯდეს, გადავუხადე მადლობა, რომ სიკვდილისგან მიხსნა და კიდევ ვუხდი მადლობას. მოვიდეს ცოტა აზრზე თვითონ… შეცვალოს რაღაცა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g