20 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მუსიკოსი და მომღერალი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კულტურის სამინისტრო მომღერლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ „მისი შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“.
„საქართველოს კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მუსიკოსის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. სამინისტრო უსამძიმრებს მუსიკოსის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
მამუკა ჩარკვიანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. მან თავისი გამორჩეული შემოქმედებით თავი დაიმკვიდრა ქართულ ესტრადაზე.
მამუკა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 2014 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი, ხოლო 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. მისი შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად.“ – ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.