LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა დიასამიძე, რომელიც ამბობს, რომ „ხარებამ“ წიხლი ჩაარტყა, 2000 ლარით დააჯარიმეს

140
ბათუმში დაკარგული მოზარდი

მამუკა დიასამიძე, რომელიც  2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ აქციაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ აქციაზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა („ხარებამ“) წიხლი ამოარტყა 2000 ლარით დააჯარიმა.

ბორცვის მხარეს ვიყავი, შემაღლებულ ადგილზე, რა დროსაც ჩემ ზევით მდგომმა ხარებას შეაგინა, ამ დროს „ხარება“ მანქანიდან იყო ნახევრად ტანით გადმოსული და გადმოწეული იყურებოდა, ჩემკენ იყო მზერა მომართული. ჩაჯდა და რაციაში რაღაც ჩასძახა“, – ამბობს დიასამიძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ტროტუარზე ათრია და წიხლებს ურტყამდნენ. როგორც მამაკაცი იხსენებს, ამ დროს გამოჩნდა ხარებაც.

„მიმიყვანეს მანქანის წინ, დამაგდეს [მუხლებზე] ეგრევე, თავი წამომაწევინეს და „ხარებამ“ [მომმართა]: „აბა, კიდე გაიმეორეო“.

მე ვიმეორებდი, მე არ ვყოფილვარ-მეთქი, რა დროსაც „ხარებამაც“ უშვერი სიტყვებით შემამკო და წიხლიც მითავაზა, კაი გულიანი წიხლი. უკან ამომარტყა წიხლი“, – იხსენებს მამუკა დიასამიძე.

2025 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აქციის მონაწილე, 29 წლის მამუკა დიასამიძე, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g