პროექტს საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ, კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აქციების 42%-ის მფლობელის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა.
„კონტი ჯგუფი“ მიერ “ანაკლიის კონსორციუმის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რაც თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ დაადასტურეს.
მოგვიანებით საკითხს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამოეხმაურნენ. ნაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ განაცხადა, რომ ინვესტორს გააჩნია ვალდებულება ნებისმიერი აქციის გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, უფრო დეტალურად კი დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ ისაუბრებს.
დღესვე მედიასთან კომენტარი გააკეთა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენდირექტორმა, ლევან ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ კონტი ჯგუფის“ გასვლით არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კონსორციუმი კრიტიკულად დააზიანოს.
