„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავენ.
ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„გაყალბების სქემა გახსნილია, მტკიცებულებები გვაქვს და მალე გავასაჯაროებთ“ – ნიკა გვარამია
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში არჩევნების გაყალბების ფაქტებს აგროვებენ. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ შეხვედრები, ფაქტების შეგროვება და სხვა აქტივობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნას არ მიაღწევს.
„შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტთან. ყველაფერი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალ არჩევნებს არ მივაღწევთ. ძალიან ბევრ საკითხს გავდივართ – უცხოელებთან ურთიერთობას, ამომრჩეველთან ურთიერთობას, ფაქტების შეგროვებას, რომელიც ყოველდღიურად მოდის“. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.