LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე საქართველოში დიზელის შემოტანის აკრძალვას ითხოვს

99

საქართველოში არაკონდიცირებული საწვავის, მათ შორის დიზელის, აკრძალვის ინიციატივით ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გამოდის.

ინიციატივა პრემიერმინისტრსა და „ბიზნესასოციაციის“ წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. შეხვედრას ქალაქის მერი და მთავრობის წევრებიც  ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით,  დიზელის საწვავი ქალაქში ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ყველაზე დიდი მიზეზია და მისი აკრძალვა ეკოლოგიის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„მე პირადად დავაყენე საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. კონკრეტულად მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა. ეს ეხება, კერძოდ, დიზელის საწვავს, რომელიც არის, პრაქტიკულად, დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში.  თბილისში ჰაერის დაბინძურების 67% მოდის საწვავზე. საკმაოდ სწორად იქნა ეს აღქმული. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ ვიხილავთ საკმაოდ საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით, რამეთუ ჩვენ უნდა ვაშენოთ ხარისხიანი ქვეყანა და ხარისხი იწყება იმით, რასაც ჩვენ ვსუნთქავთ და რასაც მივირთმევთ და აქ საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა,“ –  განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ.

 

mazda magti 5g