LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – „არც ერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა სულით და გულით თავისი სიტყვა უნდა თქვან“

240
მამუკა მდინარაძე

„ასეულობით ათასი ქართველი დღეს დგას ქვეყნის მთავარ მოედანზე და უღრმესი მადლობა ასეთი ჟინისა და მუხტისათვის“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მიუხედავად [მმართველი გუნდის] 60%-იანი რეიტინგისა არც ერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა თავისი სიტყვა უნდა თქვან.

„26 ოქტომბერს ქუდზე კაცი. კულისებში ჩვენ ვკამათობდით რაოდენობაზე, რამდენი ადამიანი მოვიდა, მინიმუმ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეულობით ათასი ქართველი დღეს დგას ქვეყნის მთავარ მოედანზე. უღრმესი მადლობა ასეთი ჟინისა და მუხტისათვის და ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ, ერთი მეოთხედი აქ ვინც არის თუ დაუშვებს, რომ თითო ადამიანი სახლში დატოვოს 26-ში, შეიძლება კატასტროფა მივიღოთ, მიუხედავად 60%-იანი რეიტინგისა, ამიტომ არცერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა სულით და გულით თავისი სიტყვა უნდა თქვან. ანდერძად ქცეული სიტყვები ყველამ ერთად გავიმეოროთ და შევასრულოთ ეს ანდერძი, რომ მთავარი მოსაფრთხილებელი ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართველი ერისთვის არის მამული, ენა, სარწმუნოება“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g